წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა

წინანდლის მამულმა უკვე მეორედ უმასპინძლა შვეიცარიული ასოციაციის „Grand Jury Du Vin”-ის ღვინის სიმპოზიუმს. ორდღიან სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო ყველაზე პრესტიჟული ევროპული ღვინის სახლების ღვინოები. გაიმართა ისეთი ცნობლილი ღვინის მწარმოებლების ექსკლუზიური დეგუსტაცია, როგორებიცაა Romanee Conti, Clos de Tart, Pol Roger და Chateau de Lacquy. მსოფლიოში განთქმული ღვინოების გარდა შედგა ასევე ქართული ქვევრისა და საფერავის დეგუსტაციაც.

წლევანდელი სიმპოზიუმის დიდი ჟიურის შემადგენლობა 27 ღვინის საერთაშორისო ექსპერტისგან იყო დაკომპლექტებული. სიმპოზიუმზე თავი მოიყარეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ღვინის მწარმოებლებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა, ჟურნალისტებმა და კრიტიკოსებმა, მათ შორის იყვნენ ოლივიე პუსიე, ჟერომ პრინსი, ჟაკი რიგო და ჟან პიერ ჟირო, რომლებმაც სემინარები და მასტერკლასები გამართეს.

Full Article: www.marketer.ge

Leave a Reply