წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში პირველად გაიმართება შვეიცარიული ასოციაციის, „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმი. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში.
ღვინის სიმპოზიუმზე, რომლის თანაორგანიზატორი და მასპინძელი წინანდლის მამულია, თავს მოიყრიან ღვინის პროფესიონალები: სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები და ღვინის ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება როგორც „ბორდო გრანდ კრუ“-ს კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, „Grand Jury Du Vin“-ის წარმომადგენლები გამართავენ მათ მიერ შერჩეული ქართული და უცხოური ღვინის პროფესიულ დეგუსტაციებს.
Credit: www.interpressnews.ge